გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოსო არჩვაძე: ხელისუფლების აღნიშნულ გადაწყვეტილებას საარჩევნო ასპექტში ვერ განვიხილავთ. ეს მთავრობის სტრატეგიული კურსის გამოვლინებაა

19-11-2018

ექსპერტის, სოსო არჩვაძის განცხადებით, „შავ სიაში“ მყოფი 600 000 მოქალაქისთვის ვალების განულება მთავრობის სტრატეგიული კურსის გამოვლინებაა.

 

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე ამ იდეებს ჯერ კიდევ მაშინ აჟღერებდა, როდესაც ფინანსთა მინისტრი გახლდათ.

 

„ჯერ  კიდევ  ფინანსთა  მინისტრის  რანგში  ყოფნის  დროს  მამუკა  ბახტაძე  ამ  იდეებს  აჟღერებდა.  ეს  ჩვენ  უნდა  განვიხილოთ  ერთ-ერთი  ნაბიჯი  იმისათვის  რომ საქართველოში  ბიზნესსსაც  და  მოსახლეობასაც  შეექმნას  გარკვეული  შეღავათი და უკეთესი პირობები  ბიზნესის  საწარმოებლად  და ცხოვრებისათვის. ეს  არ  არის   დეკლარაციული  განცხადება.  რომ შევხედოთ  2019  წლის  ბიუჯეტის  პროექტს, იქ  სოციალური  ხარჯები  იზრდება  დაახლოებით  10  პროცენტით და  საგადასახადო  ტვირთი  უმცირდება  ბიზნეს  და  მოსახლეობას  160-180  მილიონამდე ლარამდე. ეს  ამ  საკიტხის  სხვადასხვა  კომპონენტებიდა  და  თუ  მთლიანობაში  შევხედავთ  ვღებულობთ შემდეგ სურათს:   საბიუჯეტო  შეღავთები  ერთი, მეორე  მხრივ საგადასახო  ტვირთის შემცირება და  დავალიანებისგან  განთავისუფლება.  თუ ამ  ყველაფერს  ეკონომუკური  და  სოციალური  პოლიტიკის  რანგში  შევხედავთ ეს  ყველაფერი  უნნდა  განვიხილოთ  როგორც  საქართველოს  მოქალაქეების,  ქართული  ბიზნესისთვის უფრო  მეტი  შეღვათისა  და  კომფორტის  შექმნის საშუალება.

 

როგორც  ცნობილია,  მიკროსაფინანსო  ორგანიზაციებს  უფრო  ძვირი  საბანკო  პროცენტები  აქვთ,  ვიდრე  კომერციულ  ბანკებს,  დაახლოებით  3-4  ჯერ  ძვირი.  ამიტომ  მთავრობის  ეს  გადწყვეტილება  მნიშვნელოვანი  შეღავთი  იქნება  მათთვის,  ვინც ძირითადად  ვალს  იღებდა  თავისი  ყოფითი  პრობლემის  გასაუმჯობესებლად.     ეს  მოსახლეობის 1/3  მაინც  შეეხება. ხელისუფლების  მთავარი  ამოცანაა  მისცეს  დამატებითი  იმპულსები საზოგადოებაში არსებულ რესურსებს.  მულტიპლიკატორული  ეფექტი  გააჩნია  არამხოლოდ  ფულს,  არამედ  იმ  სამთავრობო  გადაწყვეტილებას, რომელსაც  ხელისუფლება ატარებს. ეს  იქნება  ძალიან  კარგი  ეფექტის  მომტანი,  ვინაიდან აღნიშნული გადაწყვეტილება  ათავისუფლებს  მოსახლების  მნიშვნელოვან  ნაწილს  ვალებისგან და  მცირე  ბიზნესის  ნაწილს  შეზღუდვებისგან,  რაც  მათ  ეკონომკურ  საქმიანობაში აქტიური  ჩართვის  წინაპირობაა.  ეს  ერთ-ერთი კარგი ინსტრუმენტია   დავალიანებების  მქონე  მოსახლეობისტავის  აქტიურად    ჩაერთონ  ქვეყნის ეკონომიკურ  ცხოვრებაში,“ - განაცხადა სოსო არჩევაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031