გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქის 10-მდე უბნის კომისიის წევრმა თანამდებობა დატოვა

19-11-2018

ზუგდიდის 67- ე საარჩევნო ოლქის 10-მდე უბნის კომისიის წევრმა დატოვა თანამდებობა. მათ შორის ორი უბნის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეა, ორი მოადგილე და დანარჩენი კომისიის რიგითი წევრები არიან.


ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის თავმჯდომარემ ანა წითლიძემ განაცხადა, რომ ამ ადამიანებმა თანამდებობასთან ერთად, კომისიის რიგით წევრობაზეც თქვეს უარი, მიზეზად კი " ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბიდან უკანონო დავალებების გაცემა დაასახელეს.


წითლიძე ამბობს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის ყოფილ წევრებს უახლოეს დღეებში NDI და ეუთოს წარმომადგენლები შეხვდებიან. სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბში კატეგორიულად უარყოფენ ბრალდებას და ამბობენ, რომ ეს სწორედ ნაციონალური მოძრაობის ხელწერაა.


ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბში არ გამორიცხავენ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის კიდევ სხვა წევრებმა დატოვონ თანდებობები სამეგრელოს მასშტაბით.


საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების - 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 37,74%.


imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031