გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით პირველი განცხადება "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ პოლიტიკაში დაბრუნებისთანავე გააკეთა

19-11-2018

„ჭარბვალიანობის პრობლემის გადაჭრისკენ  პირველ ნაბიჯს სჭირდებოდა, ბუნებრივია, რამდენიმე თვიანი დაგეგმვა. ეს მუშაობა დაიწყო რამდენიმე თვის წინ. როგორც მოგეხსენებათ, პირველი განცხადება ამის თაობაზე გააკეთა პარტია „ქართული ოცნების“  თავმჯდომარემ მისი პოლიტიკაში დაბრუნებისთანავე. მისი ერთ-ერთი პირველი განცხადება ეხებოდა სწორედ ჭარბვალიანობის პრობლემას, რაც არის სიღარიბის ერთ-ერთი მთავარი წყარო ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძე.

 

მისივე თქმით, აღნიშნულ ინიციატივაზე ყურადღება გაამახვილა მოგვიანებით პრემიერ-მინისტრმა, მთვარობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურის წარმართვისას საქართველოს პარლამენტში.

 

„ახალი მთავრობა დამტკიცდა საქართველოში რამდენიმე თვის წინ. ჩვენ გვქონდა განხილვის პროცედურა პარლამენტში რამდენიმე თვის წინ და როდესაც პარლამენტი ნდობას უცხადებდა მთავრობის ახალ შემადგენლობას, ამ ნდობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი გახლდათ სწორედ ეს ინიციატივები. ამას, ბუნებრივია, სჭირდებოდა დრო. ჩვენი ამოცანა გახლდათ ამ ყველაფრის სრულყოფა წლის ბოლომდე, განხორციელება წლის ბოლომდე. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ის, რომ დღეს ხდება ამ ინიციატივების საზოგადოებისთვის გაცნობა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930