19-11-2018
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, მიხეილ გიორგაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
იგი რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
“პაციენტის ზოგადი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური. რაიმე დამატებითი გართულებ ამ ეტაპისთვის არ გამოვლენილა. მკურნალობას ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში ვაგრძელებთ,“ - განაცხადა გიორგაძის მკურნალმა ექიმმა.
მიხეილ გიორგაძე ავტოსაგზაო შემთხვევაში 2 დღის წინ, კახეთში, მოყვა. გავრცელებული ინფორმაციით მას სხვადასხვა სახის ტრავმები და მოტეხილობები აღენიშნება.