გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვახტანგ ჭარაია: “ქართუს” მხრიდან ეს არნახული გულუხვობაა

19-11-2018

ექსპერტის, ვახტანგ ჭარაიას განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების ვალის, მილიარდ-ნახევარის დაფარვა, ფონდი „ქართუსაგან“ არნახული გულუხვობაა.

 

“2000 ლარამდე (ძირი თანხა) პრობლემური სესხების მქონე დაახლოებით 600 ათასი მოქალაქის ვალისგან გათავისუფლება, რომლის ჯამური ღირებულება დაახლოებით 1.5 მილიარდ ლარს უტოლდება, არნახული გულუხვობაა კერძო სექტორის, კერძოდ ფონდი “ქართუს” მხრიდან.

 

ეს არ გამოიწვევს ამ მოცულობის თანხის ერთბაშად ბაზარზე გამოსროლას და ინფლაციას, როგორც ამას სკეპტიკოსები პროგნოზირებენ, რადგანაც ეს თანხა მევალეებზე ანუ საფინანსო სექტორზე გადანაწილდება, რომელსაც თავის მხრივ სესხების უფრო იაფად გაცემის მეტი შესაძლებლობა გაუჩნდება ამ უიმედო სესხების დაბრუნებით.

 

გარდა ამისა, ამ მევალეების დიდი ნაწილი გათავისუფლდება ყოველდღიური თავის ტკივილისგან და არც პრობლემა ექნება დაიწყოს მუშაობა და ხელფასი დაერიცხოს, რომელსაც უკვე არ დაუყადაღებენ ვალის გამო.

 

დამატებით, იმათ ვისაც ასეთი ვალი არ ქონდა და არ შეეხო ეს ცვლილებები ჩემი აზრით არათუ ნეგატიურად არამედ კეთილგანწყობით უნდა შეხვდნენ იმ მოვლენას რომ მათ გაჭირვებულ თანამოქალაქეებს კერძო სექტორის და არა ბიუჯეტის ხარჯზე გაუნულდებათ ვალები,” - განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930