გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: 600 000-ზე მეტი ადმიანი ახალი წლიდან ახალი ცხოვრებით იცხოვრებს

19-11-2018

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს 600 000-ზე მეტ მოქალაქეს ახალი წლიდან ახალი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობა მიეცემა.

მისივე თქმით, ჭარბვალიანობა ქვეყანაში სერიოზული პრობლემაა და პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობა დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა.

“ჩვენ ვიცით, თუ რამდენად სერიოზული პრობლემაა ჭარბვალიანობა ქვეყანაში, ამაზე საუბარი გუშინ და დღეს არ დაგვიწყია. მუშაობა დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობა. მადლობა ყველა იმ ადამიანს და ბანკებს, ვინც ჩართული იყო ამ პროცესებში, ძალიან დიდი მადლობა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“. 600 000-ზე მეტ ადამიანს მიეცემა საშუალება, რომ ახალი წლიდან უკვე ახალი ცხოვრებით იცხოვროს. მათ ყველა ვალი, დავალიანება ექნებათ უკვე ჩამოწერილი“ - განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, დღეს, ბრიფინგზე განაცხადა, რომ ე.წ. "შავ სიაში" მყოფ მოქალაქეებს საბანკო ვალები გაუნულდებათ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930