გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პაატა კვიჟინაძე: 600 ათასზე მეტი მოქალაქე საკუთარ ახალ წელს ვალების გარეშე შეხვდება

19-11-2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, დღეს, პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება გააცნო, რომლის შედეგად, საქართველოს 600 ათასზე მეტი მოქალაქე საკუთარ ოჯახებთან ერთად ახალ წელს ვალების გარეშე შეხვდება.


„როდესაც პრემიერ-მინისტრად ინიშნებოდა ბატონი მამუკა ბახტაძე, მის სამთავრობო პროგრამაში მთავარი იყო ქვეყნის ეკონომიკის ინკლუზიური განვითარება, რაც გულისხმობდა, რომ ეკონომიკური ზრდა მაქსიმალურად ყოფილიყო ასახული თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე, ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყო პირველივე დღიდან. ამის გამოძახილი იყო:


პირველი - საგადასახადო კოდექსში მცირე ბიზნესის მხარდაჭერისა და საგადასახადო ტვირთის შემსუბუქების მიზნით დაწესებული საგადასახადო შეღავათები, როდესაც მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი 5 %-ის ნაცვლად დაიბეგრა 1 %-იანი განაკვეთით, ასევე, გაიზარდა მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავლის შეზღუდვის ნორმა 100 ათასი ლარიდან 500 ათას ლარამდე და დაწესდა სხვა მთელი რიგი საგადასახადო შეღავათები.


მეორე, როდესაც ისეთ გადასახადის გადამხდელებს, რომლებსაც აქტივობები არ უფიქსირდებათ სრულად ჩამოეწერათ 2013 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების თანხა. აღსანიშნავია, რომ ამ ცვლილებებამდე ორჯერ მოხდა ძველი საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერა, შედეგად, ჯამურად სულ 3 მილიარდამდე საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა განხორციელდა.


მოსახლეობის ჭარბვალიანობის რისკის შემცირების მიზნით პარლამენტმა მიიღო მნიშვნელოვანი კანონი. შეიზღუდა ეროვნული ბანკის რეგულაციის გარეთ მყოფი პირების მიერ ფიზიკურ პირზე სესხების გაცემა, სესხის მაქსიმალური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი შემცირდა 100 %-დან 50 %-მდე, ჯარიმების წლიური ლიმიტი 150 %-დან მცირდება 98.55 %-მდე და ა.შ.


ასევე მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის მიერ ჭარბვალიანობით გამოწვეული რისკებისგან მსესხებელთა უფლებების დაცვის მიზნით შემუშავებული დებულება, რომლის ძირითადი მიზანია ფიზიკურ პირებს შეეძლოს კრედიტის გასტუმრება ფინანსური სიძნელეების გარეშე. ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის ახალი წესი 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.


ჩვენ შევცვალეთ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანერგილი არასამართლიანი წესები სესხის გაცემასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც მოქალაქეებს დაუგროვდათ დიდი ოდენობით დავალიანება.


და ბოლოს, ხანგრძლივი მუშაობის და მოლაპარაკებების შედეგად მოხდა შეთანხმება საფინანსო სექტორის წარომადგენელსა და საქველმოქმედო ფონდ „ქართუ-ს“ შორის, რომ მოხდეს ე.წ. „შავ სიაში“ მყოფი ისეთი მოქალაქეების დავალიანების განულება, ვისაც ბანკების, მიკრო და ონლაინ საფინანსო ორგანიზაციების წინაშე დავალიანების ძირი თანხის სახით 2 000 ლარამდე აქვთ დარჩენილი. ასეთი მოქალაქეების რაოდენობა არის 750 ათას ადამიანზე მეტი, აქედან 600 ათასზე შეთანხმება მიღწეულია, რომელთა დავალიანების ჯამური ოდენობა მილიარდ ნახევარ ლარს უტოლდება, პროცესი გრძელდება და დარჩენილ იმ 150 ათას ადამიანზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ვფიქრობ დადებითად დასრულდება. ამ სოციალური სოლიდარობის აქტის განხორციელების შედეგად 2018 წლის 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში დავალიანება გაუნულდება მოვალეთა რეესტრში მყოფ ადამიანთა 95 %-ს.


დიდი მადლობა ამ პროცესში ჩართულ ყველა მხარს, განსაკუთრებით საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“, რომლიც ე.წ. „შავ სიაში“ მყოფი მოქალაქეების დავალიანების პორტფელს საფინანსო ორგანიზაციებისაგან მთლიანად გამოისყიდის და გაისტუმრებს“-განაცხადა კვიჟინაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930