გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილი კახეთში ახალგაზრდა მეღვინეებს შეხვდა  

19-11-2018

საქართველო რეგიონულ დონეზე უნდა განვითარდეს, თუ რეგიონი არ იქნება ძლიერი, იქ თავისუფალი ადამიანები არ იქნებიან და თქვენ ხართ გზის მაჩვენებლები, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა კახეთში ახალგაზრდა მეღვინეებთან შეხვედრაზე.

ზურაბიშვილმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასამხრალში ღვინის მწარმოებლებთან ქვეყანაში ეკონომიკური პოტენციალის გაზრდის საკითხში მევენახეობის დარგისგანვითარების მნიშვნელობასა და ამ სფეროში კერძოს სექტორის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„ეს არის ამ ქვეყნისთვის დიდი საქმე და წარმატება. თავის ქვეყნის კულტურის გატანა არის პატრიოტიზმის ერთ-ერთი უმაღლესი ფორმა. ის, რაც იყო ადრე  მხოლოდმევენახეობა და ფიქრი იმაზე, თუ როგორ და სად ჩაგებარებინათ ყურძენი, დღეს ეს უკვე ნამდვილი მეღვინეობაა. ეს არის ძირითადად კერძო საქმე. სახელმწიფო სწორ როლსთამაშობს, დაეხმაროს ამ დარგს ნაკლები სუბსიდირებით. ჩვენ ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეთ. ამ საქმეში სახელმწიფოს აქვს დიდი როლი. მთავარი წამყვანი როლი კერძოსექტორია. ამ სახელმწიფოს სჭირდება ძლიერ ადამიანებზე დაფუძნებული ეკონომიკა და თქვენ ხართ ძლიერი ჯარი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მეღვინეობა ის დარგია, რომელიც საქართველოში უკვე წარმატებულია.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი ახალგაზრდა მეღვინეებს, რადგან ამ ქვეყანაში ეს არის დარგი, რომელიც უკვე წარმატებულია და ბევრიმოუტანა საქართველოს, რეგიონებს. წარმოგვიდგინეს მაგალითი, რომ წარმატება და განვითარება რეგიონებიდანაც შეიძლება მოდიოდეს და ეს ჩვენი ქვეყნისა დამომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ამ დარგში ქალები და ძალიან წარმატებული ახალგაზრდები არიან. წარმოდგენილია ყველა ახალიმიმართულება, თუნდაც ბიოპროდუქცია. მგონი, მაგალითი, რასაც მეღვინეობა აძლევს საქართველოს ეკონომიკას, არის ის, რაზეც უნდა ვიფიქროთ და ამ გზით ბევრი სხვადარგი განვავითაროთ. ჩვენ გვაქვს ბევრი რესურსი და გვჭირდება ხედვა, სტრატეგია და განვითარება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღევანდელ შეხვედრას, მევენახეებთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი დამეუფე დავითი ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930