19-11-2018
თბილისის ნაწილს ხვალ სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კერძოდ, შეზღუდვა შემდეგ რაიონებს შეეხება:
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სარემონტო სამუშოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) და ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯიქიას და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
გადაუდებელი სარემონტო სამუშოების გამო 13 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, გოძიაშვილის და მაჭავარიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებულ ქსელში გადაუდებელი სარემონტო სამუშოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბუხაიძის, ბერიაშვილის და აბაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია „GWP“-ს ქსელში გადაუდებელი სარემონტო სამუშოების გამო 10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების I მიკრორაიონის, მაისურაძის და გახოკიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების III, IIIა, IV მიკრორაიონების, სოფელი დიდი ლილოს, ქართველიშვილის და მუხაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფეიქართა ქუჩის მაცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონი
გადაუდებელი სარემონტო სამუშოების გამო 12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი შინდისის მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სარემონტო სამუშოების გამო 10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ახუნდოვის ქუჩის მაცხოვრებლებს.
გადაუდებელი სარემონტო სამუშოების გამო 12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგოძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
თბილისის მერიის პროექტით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ათონელის ქუჩის მაცხოვრებლებს.