გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 7 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

19-11-2018

განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ პირს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

აღნიშნუთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ბ.გ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით. 

წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2017 წლის 25 დეკემბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი ჩხუბის დროს, ბ.გ. - მ განზრახ მოკვლის მიზნით, დანის გამოყენებით, ჯ. ვ. - ს გულმკერდის არეში მიაყენა შემავალი ჭრილობა. დაჭრილი პირი დროული სამედიცინო დახმარების შედეგად გადაურჩა სიკვდილს.

სამართალდამცველებმა ბ.გ. 2017 წლის 26 დეკემბერს, ქალაქ ქობულეთში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბ. გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,“ - ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930