გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: იმედი გვაქვს აფეთქების დროს დაშავებულ ბავშვებს გადავარჩენთ

19-11-2018

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, სამეგრელოში, სოფელ ხეთაში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მოქალაქეები ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მოინახულა.


მინისტრის თქმით დაშავებულების გადარჩენისთვის ყველაფერი კეთდება.


ზუსტად რა მოხდა ვერ გეტყვით, არ გვქონდა საკმარისი დრო ამისთვის. რაც შეეხება დაშავებულების მდგომარეობას მძიმეა, ჩვენ გამოვიძახეთ რეანომობილები და იმედი მაქვს, რომ ბავშვებს გადავარჩენთ. სულ დაშავებულია 7 ადამიანი, ერთი ოჯახის წევრები. მე ვესაუბრე ოჯახის მამასაც, რომელიც ყველაზე მსუბუქ მდგომარეობაშია და არაფერი სერიოზული არ სჭირს. როგორც ჩანს მათ აერიათ საწვავი და ცეცხლის ასანთებად ბენზინი გამოიყენეს, რამაც აფეთქება გამოიწვია. ვფიქრობ, რომ „ევექსი“ და ჯანდაცვის სამინისტრო მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ ოჯახის ყველა წევრი გადავარჩინოთ, პირველ რიგში ბავშვები. შესაბამისად, ამიტომ ხდება რეანომობილების მობილიზება მთელი დასავლეთ საქართველოდან. იმედი მაქვს, რომ შედეგი ყველა ჩვენგანისთვის პოზიტიური იქნება“-განაცხადა გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930