გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, აპრილი 29, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები დედაქალაქი
როგორ ებრძოდნენ თბილისში უხარისხო პროდუქტებს ერთი საუკუნის წინ

21-01-2018

როგორც ჩანს, საკვები პროდუქტების ხარისხის დაწევა ფინანსური მოგების მიზნით, არც ჩვენი წინაპრებისთვის იყო უცხო და ამ გზას ისინი არცთუ იშვიათად მიმართავდნენ.


თუმცა, დღევანდელისგან განსხვავებით, ერთი საუკუნის წინ, სათანადო სამსახურები, სავარაუდოდ, გაცილებით ეფექტურად მუშაობდნენ.
1916 წელს გამოსული გაზეთი „თანამედროვე აზრი“, ერთ-ერთი ასეთი ფაქტის შესახებ წერს, რომლის თანახმადაც, თბილისელებს უხარისხო პურის ფქვილს აწვდიდნენ:


„ქალაქის ლაბორატორიაში მოუტანიათ ნიმუში პურის ფქვილისა, რომელიც წამოუღიათ სარქისოვის კრასნოგორის ქუჩა), კაპლანიანის (ვინნის აღმართი), კალიანცის (ჩერქეზოვის ქუჩა), და სიჩანიანის სავაჭროდან, რომელშიაც აღმოუჩენიათ 71-86 პროც. ნაცერი, ასე რომ ეს ფქვილი სრულიად უვარგისი ყოფილა. ეს ფქვილები მათთვის მიუყიდია ქალაქის თვითმმართველობას, თვითმმართველობას-კი უყიდია საინტენდანტოსაგან. ქიმიურ ლაბორატორიის გამგემ ეს ამბავი ქალაქის თვითმმართველობას აუწყა და შეეკითხა: როგორ მოვიქცეო?”-წერს გაზეთი „თანამედროვე აზრი“, თუმცა თვითმმართველობის პოზიციის შესახებ აღარაფერს იუწყება. (სტილი დაცულია)




NSP.GE ©

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930