გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკა ბესელია: სააკაშვილის მორიგი განცხადება ჰომოფობიური, ანტისემიტური და დისკრიმინაციული გამონათქვამის კლასიკური მაგალითია

20-11-2018

„ეს განცხადება არის სირცხვილი,“ – ასე აფასებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ პიარსპეციალისტის, მოშე კლუგჰაფტის მიმართ გაკეთებულ განცხადებას.

 

„სააკაშვილის მორიგი განცხადება ჰომოფობიური, ანტისემიტური და დისკრიმინაციული გამონათქვამის კლასიკური მაგალითია. ის, რაც ახლა, ბოლო გამოსვლის დროს ებრაელთა მიმართ გამოიყენა, ასეთი შეფასებები არის პირდაპირ დისკრიმინაციული, არის შეურაცხმყოფელი გამონათქვამი და ძალიან პრინციპულია, გაემიჯნოს ყველა ის ადამიანი, ვინც ასე არ ფიქრობს, ამ აზრს არ იზიარებს.

 

სირცხვილია ეს, დაუშვებელი და მიუღებელია ასეთი შეფასებები. სამწუხაროდ, პირველი არ არის, ალბათ, არც ბოლო იქნება, მაგრამ პრინციპული არის ის, რომ საზოგადოების მხრიდან სწორი, ჯანსაღი რეაქცია მოყვეს. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია ისიც, გაემიჯნებიან თუ არა მისი თანამოაზრეები და მეგობრები მათი სულიერი ლიდერის ასეთ შეურაცხმყოფელ და ჰომოფობიურ განცხადებებს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პიარსპეციალისტის, მოშე კლუგჰაფტის შესახებ ისაუბრა და მას ებრაელი აფერისტი უწოდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930