გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: დარწმუნებული ვარ, „ნაცმოძრაობამ“ როგორი დახვეწილი ტყუილებიც არ უნდა გაავრცელოს საზოგადოება მათ ანკესზე არასდროს წამოეგება

20-11-2018

მმართველი გუნდის წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, იგი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მოქალაქეები პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანკესზე არ წამოეგება.

 

მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე საბანკო ვალების განულებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიუჯეტიდან თანხა არ დაიხარჯება.

 

1.5 მილიარდი ლარის ღირებულების ვალს ფონდი „ქართუ“ გაანულებს.

 

„გუშინ პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას გააცნო ჩვენი მოსახლეობის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც ასობით ათას ოჯახს უმძიმესი ტვირთისგან ათავისუფლებს.

 

საბანკო-საფინანსო ორგანიზაციების ე.წ. შავ სიებში მყოფი 600 ათასზე მეტი ადამიანი, მათ შორის 150 000 სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის ათობით ათასი პირი ახალ წელს ვალების გარეშე შეხვდება!

 

ეს ეხება ყველა იმ ადამიანს, კიდევ ერთხელ განვმარტავ,  ვინც 2018 წლის 1 იანვრის მონაცემებით ე.წ. შავ სიაში იყო და ძირი თანხის სახით 2000 ლარამდე დავალიანება ჰქონდათ დარჩენილი!

 

საუბარია ყველაზე დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებზე, ხალხზე, ვინც სამომხმარებლო სესხი აიღო კაბალური პირობებით, გაჭირვების, საკვების, თუნდაც ტოტალიზატორის გამო აიღო და იმედი ჰქონდათ, რომ გადაიხდიდნენ, მაგრამ ვალის გასტუმრება ვერ შეძლეს. მათ შორის, ათასობით სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია.

 

საერთო ჯამში, საუბარია 1.5 მილიარდი ლარის ღირებულების ვალზე, რომელსაც ფონდი „ქართუ“ გამოისყიდის ამ ორგანიზაციებისგან და გაანულებს!

 

ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ბიუჯეტიდან ამისათვის არ იხარჯება არც ერთი თეთრი.

 

ამ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯით, ჩვენს ხალხს, ვისაც ვალები წლების განმავლობაში ბორკილებად ედო, საშუალება ექნებათ სრულფასოვნად ჩაერთონ ეკონომიკურ აქტივობაში.

 

მიუხედავად ასეთი მასშტაბური და უპრეცედენტო ინიციატივისა, მითუმეტეს, რომ ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ იხარჯება ამისათვის, „ნაციონალური მოძრაობა“ ამჯერადაც სამარცხვინოდ იქცევა და ადამიანებს სოციალური მდგომარეობის მიხედვით ანსხვავებს ერთმანეთისაგან.

 

ორი დღის განმავლობაში, ვხედავთ, რომ „რუსთავი2“-ის ეთერებსა თუ სოციალური ქსელში მათი ლიდერები და მხარდამჭერები აგდებით მოიხსენიებენ ადამიანებს, ვისაც წლების განმავლობაში ვალები ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა! მათზე ზრუნვას დანაშულად და მოსყიდვად ასაღებენ! 

 

მათგან განსხვავებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, ვისთვისაც ამოსავალი წერტილი იყო, არის და იქნება ადამიანი, ზრუნავს ჩვენს თითოეულ მოქალაქეზე, მიუხედავად იმისა, თუ რის გამო დაუგროვდათ ვალი ამ ადამიანებს და რის გამო ჩავარდნენ გაჭირვებაში.

 

სოციალური სოლიდარობის აქტის შემდეგ, პანიკაში ჩავარდნილი „ნაციონალური მოძრაობა“ და „რუსთავი 2“ რეალობის მოდელირებასა და ფაქტების ტოტალურ გაყალბებაზეა გადასული, რასაც ცხადჰყოფს კიდეც მათი რეაქციები ადამიანებისთვის ვალების ჩამოწერასთან დაკავშირებით, მთელი ორი დღის განმავლობაში ჩვენ ამას ვხედავთ.

 

რაც შეეხება ვითომდა დანაშაულს, რაზეც უტიფრად იტყუებიან. შეგახსენებთ, ეს ის ხალხია, ვინც ვითომდა საბანკო ვალების გასტუმრების დაპირებით, რეგიონებში მთელი ბოლო პერიოდის განმავლობაში, საარჩევნო პერიოდში ყალბ ვაუჩერებს არიგებდნენ.

 

დარწმუნებული ვარ, რაც არ უნდა მოიმოქმედოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“, როგორი დახვეწილი ტყუილებიც არ უნდა გაავრცელოს, ხალხი ბრძენია და ქართული საზოგადოება მათ ანკესზე არასდროს წამოეგება,” - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031