გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიციამ ხელვაჩაურში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დააკავა  

20-11-2018


შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული გ.ს. ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ბრალდებით დააკავეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 18 ნოემბერს, ღამით, თავისი კუთვნილი ავტომანქანით ხელვაჩაურში, ჭარნალი-ახალსოფლის საავტომობილო გზაზე მოძრაობდა, რა დროსაც ქვეითად მოსიარულეებს - 1970 წელს დაბადებულ ც.ს.-ს და 1962 წელს დაბადებულ დ.გ.-ს შეეჯახა და მიიმალა. ც.ს. ადგილზე გარდაიცვალა, დ.გ. კი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.

 

პოლიციამ ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილი, რომელიც დაკავებულმა კვალის დაფარვის მიზნით, ნაწილებად დაშალა.

 

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930