გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილი: სახელისუფლებო გუნდმა ცივი შხაპი მიიღო

20-11-2018

პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის, რომ პირველი ტურის რეალურ შედეგებსა და მისი გუნდის მიერ დაკვეთილი კვლევების შედეგებს შორის 14%-იანი სხვაობა დაფიქსირდა, სირცხვილია.


ეს განცხადება ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გააკეთა.


"პირველმა ტურმა აჩვენა, რომ ხალხი გაბრაზებულია, უფრო რბილად რომ ვთქვათ, ნაწყენია. ის, რომ პრობლემები იყო ჩანდა. ჩანდა, რომ გუნდურობა დაიკარგა, ვერტიკალი ძალიან შესუსტებული იყო, კომუნიკაცია პარლამენტსა და მთავრობას შორის ძალიან სუსტი იყო. იგივე ხდებოდა მუნიციპალიტეტებში. მე ბევრჯერ შევხვდი პირველი ტურის შემდეგ მერებს და მათთან შეხვედრაშიც იგრძნობოდა ის პრობლემა, რაც იყო პარლამენტსა და მთავრობას შორის, ანუ არ იყო სათანადო კომუნიკაცია რეგიონებში. პრობლემები იყო მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეების ურთიერთობებში.


ნაცვლად იმისა, რომ როდესაც ქვეყანას უჭირს გუნდი გაერთიანდეს, მხარდამხარ დადგეს და ამ შემთხვევაშიც კი რთულია პრობლემების დაძლევა, სულ სხვა სურათი მივიღეთ. აშკარად ჩანს, რომ გუნდმა დაკარგა მგრძნობელობა საზოგადოების მიმართ, გაჩნდა ბზარი საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის. ზოგადად, გუნდს, რომელიც ხელისუფლების ყველა შტოს აკონტროლებს, თვითდაჯერებულობა ემატება. ხაზს ვუსვამ, როგორც ხდებოდა საზოგადოებასთან ურთიერთობა, ეს თვითდაჯერების დამსახურება იყო.


სწორედ ამის გამო დადგა ის შედეგი პირველ ტურში, რაც დადგა. ჩვენ სხვა შედეგს ველოდით და გუნდი იმდენად დარწმუნებული იყო წარმატებაში, რომ კვლევებიც კი არ ჩაატარეს პროფესიონალურ დონეზე. რეალურად, პარტიული რესურსით ახერხებდნენ კვლევების ჩატარებას და ის დიდი ცდომილება, რომელიც იყო კვლევების შედეგსა და რეალურ შედეგს შორის, ეს იყო სირცხვილი. მეც კი გამომიყვანეს... კიდევ ვიმეორებ, ეს იყო სირცხვილი. როცა სხვაობა 14 პროცენტია, დამეთანხმებით, რომ ამას კვლევა აღარ ჰქვია. ამასთან დაკავშრიებით მე ძალიან მკაცრი საუბარი მქონდა. თუმცა, ზოგი ჭირი მარგებელია, გუნდმა მიიღო ცივი შხაპი და რაც ყველაზე სასიამოვნოა, დავინახეთ, რომ საზოგადოება აფასებს ხელისუფლების ქცევას და ეს ხალხმა გუნდს კარგად აგრძნობინა"-განაცხადა ივანიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930