გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ხობში, ხანძრის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

21-11-2018

ხობის მუნიციპალიტეტში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად კიდევ ერთი დაშავებული, 66 წლის ქალი გარდაიცვალა.

გუშინ, ასევე, ამავე ხანძრის შედეგად დაშავებული 67 წლის მამაკაცი თბილისის დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა.

შემთხვევის შედეგად სულ 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 მცირეწლოვანი. 
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი აფეთქებას მოჰყვა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

ექიმების განცხადებით, დანარჩენი დაშავებულების მდგომარეობაც კრიტიკულია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031