გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური განცხადებას ავრცელებს

21-11-2018

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკის, გია ცერცვაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

განცხადებაში ნათქვამია, რომ თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკის, გია ცერცვაძის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალვასთან დაკავშირებით, გარდაცვლილის ოჯახმა განაცხადა უარი.

 

„რამდენიმე დღის წინ მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი, გია ცერცვაძე. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური კიდევ ერთხელ გამოთქვამს მწუხარებას და სამძიმარს უცხადებს გია ცერცვაძის ოჯახს და მეგობრებს.

 

მოგახსენებთ,რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს შეთანხმების საფუძველზე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკ, გია ცერცვაძის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალვის თაობაზე.

 

ვინაიდან, თადარიგის ვიცე- პოლკოვნიკის ოჯახმა არ მიიღო აღნიშნული შეთავაზება, გუშინ გია ცერცვაძე გორის სამოქალაქო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაიკრძალა.

 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური უმორჩილესად გთხოვთ, პატივი ვცეთ დაღუპული მეომრის ხსოვნას, ოჯახის წევრებს, მეგობრებს და ამ ტრაგედიას ნუ გახდით პოლიტიკური თემებით სპეკულაციის საგნად.

 

საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, გია ცერცვაძე ყველა ბრძოლაში მონაწილეობდა. 2007 წლიდან ის შიდა ქართლში შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმის უფროსის მოადგილე იყო. მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს ომში,“ - ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031