21-11-2018
ბაღდათის მუნიციპალიტეტის, სოფელ ობჩაში ჭაში გუშინ ჩავარდნილი 45 წლამდე ასაკის მამაკაცი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ის ჭის გასაწმენდად ჩავიდა. გაწმენდის პროცესის დროს კედლები ჩამოიშალა და მამკაცი მიწის მასის ქვეშ მოჰყვა.
სამძებრო მოქმედებები 12 საათის განმავლობაში მიმდინარეობა. ადგილზე სამი ბრიგადა მუშაობდა.
„ჭის წმენდის დროს, მიწის ჩამოშლის შედეგად მიწის მასამ მოიყოლა ახალგაზრდა მამაკაცი. ამ დროისთვის ცხედარი ამოყვანილია. სამუშაოები გაართულა იმან, რომ 12 მეტრი სიმაღლიდან პირველ ეტაპზე მძიმე ტექნიკა იქნა გამოყენებული, ხოლო მეხანძრე-მაშველებმა ხელით იმუშავეს,“ - განაცხადა ბაღდათის სამაშველო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ ჭალაძემ.