გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საფეხბურთო ნაკრებისთვის მილოცვის გამო გრიგოლ ვაშაძის სოციალურ ქსელში დასცინიან

21-11-2018

ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისთვის მილოცვის გამო სოციალურ ქსელში დასცინიან.

 

„ვულოცავ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს და ყველა გულშემატკივარს გამარჯვებას და ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებას. ფეხბურთელების თავდადება სამაგალითოა. მადლობა ბიჭებს!“ - სოციალურ ქსელში გრიგოლ ვაშაძის ამ მილოცვას  ფეისბუქში დაჰაჰავების კამპანია მოყვა.

 

ფეისბუქმომხმარებელი გრიგოლ ვაშაძეს საკუთარ განცხადებსას ახსენებს, იმის თაობაზე, რომ ახლა ფეხბურთის დრო არ არის და ფიფას რეიტინგში 121-ე ადგილზე ყოფნა 265 მილიონი არ ღირს.

 

„265 მილიონს ვიხდიდეთ იმაში, რასაც ესენი ფეხბურთს ეძახიან? 121- ე ადგილზე ყოფნა ფიფას რეიტინგში, წინ რომ ზიმბაბვეა და უკან სან მარინო, ეს 265 მილიონი ღირს? ამას რათ უნდა 265 მილიონი, ამ აუდიტორიაში ვინც სხედან, დაგვნიშნონ ჩვენ მწვრთნელად და გავიყვანთ ბოლო ადგილზე გარანტირებულად, 100 ლარად თანახმა ვართ ვიმუშაოთ, ვითომ ფეხბურთის დრო გვაქვს?“ - განაცხადა რამდენიმე ხნის წინ ვაშაძემ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031