გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს-მ ახალი გამომძიებლების სტაჟირების პროგრამა და 1200 მოქმედი გამომძიებლის გადამზადების ეტაპი დაიწყო

21-11-2018

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისტემური განახლების ფარგლებში ახალი გამომძიებლების სტაჟირების პროგრამა და 1200 მოქმედი გამომძიებლის გადამზადების ეტაპი დაიწყო. გადამზადების პროგრამის პრეზენტაცია შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა. მინისტრმა გამომძიებლებსა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს. მათი ყოველდღიური შრომა და მოღვაწეობა, გარდა იმისა, რომ უნდა იყოს ეფექტიანი, ასევე, უნდა იყოს ღირსებით სავსე. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც უზრუნველყოფენ, ზრუნავენ და პასუხისმგებლობას იღებენ ჩვენს მოქალაქეებზე.

მოგეხსენებათ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, კრიმინალური პოლიციის და განსაკუთრებით საგამოძიებო კომპონენტის მხრივ, არაფერი გაკეთებულა. ჩვენ ამ მიმართულებით პირველ ნაბიჯს ვდგამთ.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მოდიოდნენ ყველაზე მაღალი კვალიფიკაციის ახალგაზრდები. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და განმსაზღვრელი იმისთვის, რომ სამინისტრო სწრაფად და ეფექტიანად განვითარდეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

1200-მდე მოქმედი გამომძიებელი, საგამოძიებო სისტემის რეფორმის ფარგლებში, ეტაპობრივად, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სპეციალურ კურსს გაივლის და კვალიფიკაციას აიმაღლებს. გადამზადების პროცესში ჩართული არიან პროკურორები, მოსამართლეები და ექსპერტ-კრიმინალისტები. პროგრამა, თეორიულ სწავლებასთან ერთად, პრაქტიკულ კომპონენტსაც მოიცავს და სწავლების ინტერაქტიულ მეთოდებს ეფუძნება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031