21-11-2018
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუ მნიშვნელოვან აქცენტებს ატარებდა.
მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ მმართველ გუნდში გადახალისება და ბევრი რამის ცვლილება მოხდება.
“ის საკითხები, რომელზეც ბიძინა ივანიშვილმა განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება, იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ემოციურადაც, პოლიტიკურადაც და ამიტომ გაკეთდა აქცენტი მოცემულ გარემოებებზე. მთლიანობაში ეს ხედვა, მე ვფიქრობ, არის ძალიან საყურადღებო ხედვა იმისა, რომ გაცნობიერებულია რეალობა, სახელი ერქმევა ამ პრობლემებს და არა გვაქვს ისეთი პოზიცია, რომ ამას მაღალი პასუხისმგებლობით არ შევხედოთ.
ამასთან, არაფერს გამოვრიცხავ მომავალში, იმიტომ რომ გვიდგება უსერიოზულესი და ძალიან საპასუხისმგებლო ეტაპი არჩევნების შემდეგ, როდესაც უნდა მოხდეს გადახალისება და ცვლილება ბევრი რამის,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ტავმჯდომარემ გუშინდელ ინტერვიუში პოლიტიკური გეგმების შესახებ ისაუბრა.