21-11-2018
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I, V კვარტლების, პოლიტკოვსკაიას და ჟღენტის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
ამასთან, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა გლდანის მასივის V მიკრორაიონის, თიანეთის გზატკეცილის, გაგარინის, ვართაგავას, მორეტის, მამკოდის და ქერჩის ქუჩების, ხოლო 10 საათიდან 18 საათამდე ვანის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.