22-01-2018
"როგორ გავარკვიოთ, რამდენად ძლიერია სახელმწიფო სამხედრო თვალსაზრისით?
არსებობს სამი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც შეფასების დროს მხედველობაში უნდა გვქონდეს: ა) გამოცდილება რეალურ საბრძოლო მოქმედებებში, ბ) რეგიონული ავტორიტეტი და გ) იარაღის ექსპორტი. თავის დროზე ვლადიმერ პუტინი ამბობდა, რომ რუსეთს ოცი წლის განმავლობაში ძლიერ სახელმწიფოდ გადააქცევდა, მას ძველ დიდებას დაუბრუნებდა. დასავლეთის მიერ გამოცხადებული ეკონომიკური სანქციების მიუხედავად, რუსეთი მაინც პოზიტიურ დინამიკას აჩვენებს, განსაკუთრებით სამხედრო რეფორმის გამხორციელების საკითხში, რეალური საბრძოლო მოქმედებებში, რეგიონში გავლენით და იარაღის ექსპორტში"-ამის შესახებ ჩინური გამოცემა "无图版" წერს.
ჯუნ ჯი თუს ავტორობით გამოქვეყნებული მასალის შემოკლებულ ვერსიას საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ:
რომელ ომებში დაამტკიცა რუსეთმა თავისი სამხედრო ძლიერება?
ომი ჩეჩნეთში
კონფლიქტის შედეგი: ვლადიმერ პუტინის ნათქვამის მიხედვით „თუ დღეს ჩვენ ჩეჩენ სეპარატისტებს არ გავანადგურებთ, ხვალ მთელ რუსეთს დავკარგავთ“. პრეზიდენტის აზრი რუსეთის მთელმა მოსახლეობამ გაიზიარა. ვლადიმერ პუტინი ჩეჩნეთის ფრონტზე პირადად იმყოფებოდა: იგი რუსეთის არმიის წინა ხაზზე „სუ-27“ ავიაგამანადგურებლით ჩაფრინდა. მთავარსარდლის ბრძანება რუსეთის არმიამ პირნათლად შეასრულა და რეგიონზე კონტროლი ბრძოლით აღადგინა.
რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი
კონფლიქტის შედეგი: საქართველომ დაუფიქრებლად დაიწყო შეტევა სამხრეთ ოსეთზე, რომელიც რუსეთს უშუალოდ ესაზღვრება. რუსეთის სახმელეთო ჯარებმა საპასუხო იერიში განახორციელეს, საქართველო ასევე დაიბომბა ჰაერიდანაც რუსული ავიაციის მიერაც. მოკლედ, რუსეთს სულ ათი დღე დაჭირდა ომის დასრულებისა და მასში გამარჯვებისათვის.
რუსეთის სამხედრო ჩარევა სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომში
კონფლიქტის შედეგი: სირიის ომში რუსეთმა ბევრი უახლესი იარაღი გამოიყენა, მათ შორის პირველად. ასე მაგალითად, ავიაგამანადგურებელი СУ-35 პირველად გამოიცადა საბრძოლო პირობებში; ასევე პირველად იქნა აპრობირებული ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი С-400, სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა Ту-160-ბმა კი ასევე პირველად დაბომბეს მიწისზედა სამიზნეები რეალურ საბრძოლო პირობებში. შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი სირიაში შეფასების უმაღლესი ქულას იმსახურებს. ომში გამოვლენილი მახასიათებლებიდან გამომდინარე, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ბევრმა პოლიტიკოსმა რუსული იარაღის ძალა თვითონ დაინახა და ირაღის შესყიდვის სურვილი გამოთქვა. 2017 წლის ბოლოს რუსეთის ჯარისკაცებმა სირიის ტერიტორია ისე დატოვეს, როგორც გმირებმა.
------
მიზეზი, რომლის მიხედვითაც რუსეთის სამხედრო სტატუსი განისაზღვრება, შემდეგში გამოიხატება: რუსეთი ბირთვული ტრიადის დამანგრეველ ძალებს ფლობს - აქვს ავიამზიდი, მე-5 თაობის ავიაგამანადგურებლები, ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა და კოსმოსური სამხედრო თანამგზავრების გლობალური სისტემა. ეს ფაქტორები განაპირობებენ რუსეთის სამხედრო უპირატესობას ჩინეთზე და სხვა ქვეყნებზე. რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ძველებურად აქვთ მაღალი ავტორიტეტი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც.
გარდა ამისა, ყურადღება უნდა მივაქციოთ გეოგრაფიულ პირობებს: რუსეთის უზარმაზარი ტერიტორია, სადაც უდიდესი ბუნებრივი სიმდიდრეა შენახული, ხელს უწყობს ამ ქვეყანაში ინდუსტრიული სისტემის სწრაფ განვითარებას და სამხედრო მრეწველობის პროდუქციის ექსპორტს. და ბოლოს - მოსახლეობის რაოდენობა: რუსეთს მნიშვნელოვანი ადამიანური რესურსები აქვს, რაც სამხედრო გაწვევას უზრუნველყოფს.