22-11-2018
ესპანეთში, ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.
ქალაქ სარაგოსას პოლიციის ინფორმაციით, 27 და 28 წლის მამაკაცები საცხოვრებელ სახლში შეღწევის მცდელობისას დააკავეს.
პოლიციის ცნობით, ჩხრეკისას მათ მოპარული ძვირფასეულობა და ფული აღმოაჩნდათ. ერთ-ერთ დაკავებულს საბერძნეთის პირადობის დამადასტურებელი ყალბი მოწმობა ჰქონდა.