გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: ვფიქრობ, დიდი ახსნა-განმარტება არ სჭირდება, რატომ ამბობს უარს სალომე ზურაბიშვილი „რუსთავი 2“-ში მისვლაზე

22-11-2018

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მმართველი გუნდის წევრები მზად იყვნენ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ში მისასვლელად, მაგრამ ტელეკომპანიას შეეშინდა.

 

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის მხრიდან მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილის მიმართ პირდაპირი შეურაცხყოფა ხდებოდა.

 

„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის უარს, დიდი ახსნა-განმარტება არ სჭირდება, თუ რატომ განაცხადა და რატომ დააფიქსირა ძალიან მკვეთრი პოზიცია „რუსთავი2“-ში არმისვლასთან დაკავშირებით. მთელი ამ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ხდებოდა სალომე ზურაბიშვილის შეურაცხყოფა. ოჯახის წევრებზე გადავიდნენ, ძალიან მძიმე მოსასმენია ეს ყველაფერი. ხდებოდა კონკრეტულად ხელის შეშლა საარჩევნო კამპანიის პროცესში. უამრავი მაგალითი და ფაქტები შეგვიძლია მოვიყვანოთ ამასთან დაკავშირებით. როდესაც სალომე ზურაბიშვილი ხვდებოდა რეგიონებში მოსახლეობას, თუ როგორი შეურაცხყოფებით მიმართავდნენ, როგორი იყო მის მიმართ დამოკიდებულება. მესმის სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულება და განწყობა, „რუსთავი2“-თან მიმართებაში, რატომ მიიღო გადაწყვეტილება რომ არ მივიდეს ამ ტელევიზიაში, თუმცა ჩვენი გუნდის ლიდერები მზად ვიყავით, რომ მათ ეთერში დავმსხდარიყავით, ამის შესახებ წერილობითაც ეცნობა ტელევიზიას, თუცა მათ შეეშინდათ, ეს ნორმალურია და ძალიან კარგად ახსოვთ თუ რა მდგომარეობაში ჩავაყენეთ 2016 წელს, 2017 წელსაც და იგივე განმეორდებოდა ახლაც, რადგან სიმართლე არის ჩვენს მხარეს”, – განაცხადა კახი კალაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031