გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გოჩა სვანიძე „ქართუს“ ქველმოქმედებაზე: დახმარების ეს მასშტაბები უპრეცედენტოა

22-11-2018

ფონდი „ქართუ“  რაგბის  კავშირს სხვადასხვა პროექტების  განხორციელებაში  დაეხმარა.  რაგბის მხარდაჭერის უპრეცენდენტო პროგრამა ფონდმა „ქართუმ“ ათი წლის წინ დაიწყო. კომპლექსური მიდგომით, ამ პერიოდის განმავლობაში, ფონდმა ერთი მხრივ ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინა საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებს, მეორე მხრივ კი მთელი ქვეყნის მასშტაბით განავითარა სარაგბო ინფრასტრუქტურა. წლების განმავლობაში აშენდა, აღიჭურვა და ქართველ მორაგბეებს გადაეცა 15 სარაგბო ბაზა.  მათ შორის, თბილისის ცნობილი სტადიონები: შევარდენი, ავჭალა, ლელო არენა, დიღმის ლოკომოტივი, ნუცუბიძის კომპლექსი.  რაგბის ცენტრები დედაქალაქის გარდა გაჩნდა: ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, გორში, მარტყოფსა და ასპინძაში.

 

რაგბის  კავშირის პრეზიდენტის გოჩა  სვანიძის ინფორმაციით, საქველმომედო ფონდ „ქართუს“ მხრიდან დახმარება სტადიონების პროგრამით  დაიწყო და  დღესაც  რამდენიმე  მიმართულებით გრძელდება. 

„რომ  არა  ფონდ  ქართუს  დახმარება  ჩვენ  აქამდე  ნადვილად  ვერ  მოვიდოდით.  უპრეცედენტოია    დახმარების ეს მასშტაბები  და  მადლობის  მეტი  არაფერი  გვეთქმის“ - განაცხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გოჩა სვანიძემ.

 

ფონდ „ქართუს“ როლი ქართული რაგბის განვითარებაში ასეთია: 

ბოლო 10 წლის განმავლობაში, ფონდის ჯამურმა წვლილმა ქართული რაგბის განვითარებაში თითქმის 200 მილიონი ლარი შეადგინა. "ქართუს" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაწეული მასშტაბური ქველმოქმედება საერთაშორისო ორგანიზაცია "მსოფლიო რაგბიმ"  უპრეცენდენტო მოვლენად აღიარა და რაგბის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მას პრიზიც კი გადასცა.

 

სწორედ ფონდ „ქართუს“ მიერ შექმნილმა ინფრასტრუქტურამ გახადა შესაძლებელი, 2017 წელს საქართველოს მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ემასპინძლა.

 

აქედან გამომდინარე, რეგიონში სწორედ  საქართველოს აქვს ყველაზე განვითარებული სარაგბო ინფრასტრუქტურა, რაც პირდაპირ აისახა ქართველი ბორჯღალოსნების წარმატებაზე. ეროვნული ნაკრები მსოფლიო რეიტინგში მე-13 ადგილს იკავებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031