22-11-2018
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ცხადდება კონკურსი კამპანიის ფარგლებში - „პარლამენტი შენი მეგობარი“ - სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისა და უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.
კონკურსანტებმა უნდა მოამზადონ საინტერესო საკანონმდებლო ინიციატივა ნებისმიერ თემაზე და საინტერესო კანონპროექტი.
კონკურსი გაიმართება მიმდინარე წლის 1-ლი დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით.
საკონკურსო კომისია 20 დეკემბრიდან 24 დეკემბრამდე შეარჩევს და გამოავლენს გამარჯვებულებს. გამარჯვებულების დაჯილდოვებაც გაიმართება 25 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში.