გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
აშშ-ში მოკლული ქართველის გადმოსვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს

22-01-2018

აშშ-ში მოკლული დავით კანდელაკის საქართველოში გადმოსვენების მიზნით პროცედურები მიმდინარეობს. ინფორმაციას ipn -ი ავრცელებს

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დავით კანდელაკი საქართველოს მოქალაქეა და მისი გადმოსვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს. უწყების ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახთან კავშირში იმყოფება საქართველოს საკონსულო ვაშინგტონში.

აშშ-ში, კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილში,  31 წლის ქართველი კაცი მოკლული იპოვეს. ინფორმაციას ადგილობრივი ტელევიზიები ავრცელებენ. ნაპოვნია კიდევ ერთი კაცის ცხედარი. ორივე მათგანი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლითაა მოკლული. მათი ვინაობაც ცნობილია. ქართველი დავით კანდელაკია, ხოლო ამერიკელი ჯოშუა რაისი. 

დავით კანდელაკი პროფესიით ექიმი იყო. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.


imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728