გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვახტანგ ყოლბაიამ რუხში მდებარე სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა

25-11-2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ვახტანგ ყოლბაია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მდებარე სასათბურე მეურნეობაში იმყოფებოდა.


სასათბურე მეურნეობა 2014 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით, პროგრამა „GRASSROOT"-ის ფარგლებში გაკეთდა. ასევე მთავრობის თავმჯდომარემ დაათვალიერა USAID-ის პროგრამა „ზრდა"-ს ფინანსური დახმარებით მოწყობილი მოცვის სანერეგე მეურნეობა. სათბურებში ასევე სხვადასხვა სახის ბოსტნული მოჰყავთ.


მეურნეობაში აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობაა დასაქმებული , რაც ხელს უწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მათი ოჯახებისთვის სტაბილური შემოსავალის უზრუნველყოფასა და უმუშევრობის შემცირებას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031