26-11-2018
თბილისში, მუხიანში სროლის შედეგად ერთი პირი მოკლეს, ასევედ დაჭრილია ერთი ადამიანი.
შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. დაშავებული მამაკაცი დაზიანებებით მეხუთე საავადმყოფოშია გადაყვანილი.
„მარცხენა ბარძაყის გამჭოლი ჭრილობა არის ცეცხნასროლი, ჭრილობის დაუმუშავდა. მდგომარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია,“ - განაცხადა მკურნალმა ექიმმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის, იარაღის უკანონო შეძენა- შენახვისა და სხეულის მძიმე დაზიანების მუხლებით არის დაწყებული. პოლიციას ჯერ არავინ დაუკავებია.