გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მეუღლის მიმართ განხორციელებულ მუქარაში ბრალდებულს 2 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

26-11-2018

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ მეუღლის მიმართ განხორციელებულ მუქარაში ბრალდებულს 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.


“ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ბრალდებული  ა.დ. დამნაშავედ ცნო.


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.დ. 2018 წლის 2 აგვისტოს, ქ. თერჯოლაში, მეუღლეს ე.ს.-ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და უთხრა რომ ცეცხლს წაუკიდებდა. 


სამართალდამცველებმა ა.დ. იმავე დღეს ქ. თერჯოლაში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, (ოჯახის ერთი წევრის მიერ, სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ჩადენილი არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.


ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ა.დ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად, განაჩენთა ერთობლიობით 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,” - ნათქვამია განცხადებაში.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031