გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შორენა შავერდაშვილი „რუსთავი2“-ზე გასულ სიუჟეტს ეხმაურება

26-11-2018

შორენა შავერდაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი2“-ზე გასულ სიუჟეტს ეხმაურება, რომელიც ბიულეტინებს შეეხებოდა.

“მორიგი უტიფრობა და უნამუსობა “რუსთავი2”-ისგან.

საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვაზე გუშინ სიუჟეტი ჰქონიათ, შევარდნილან ერთ-ერთ სტამბაში და წუნდებულ ბიულეტენებზე ამტკიცებდნენ, აყალბებთ ბიულეტენებსო!

ნებისმიერმა, ვისაც პოლიგრაფიასთან რაიმე შეხება აქვს, იცის, რომ ბეჭდვაში გათვალისწინებული უნდა იყოს "მეტობა", რაც სხვადასხვა რგოლის სამუშაოების შესრულებისას არის საჭირო იმისთვის, რომ არ დააკლდეს ზუსტ ტირაჟს / რაოდენობებს. 

ბიულეტენების შემთხვევაში, ბიულეტენი იბეჭდება, შემდეგ იჭრება, ინომრება, პერფორირდება, და იკინძება. ყველა ამ რგოლს სჭირდება თავის "მომართვა" და მოსამართი ფურცლები, სადაც ფუჭდება ბიულეტენები. 

შესაძლოა, ტირაჟი ისე შეივსოს, რომ დარჩეს ზედმეტი, სრულიად საღსალამათი ბიულეტენები.

ეს ბიულეტენები საჭიროა იმ შემთხვევებისთვისაც, როცა საარჩევნო ოლქები მოდიან, ამოწმებენ, ითვლიან და ცალობით იბარებენ რვეულებად აკინძულ ბიულეტენებს. შეიძლება სადმე იყოს ხარვეზი და ჩასანაცვლებელი იყოს წუნდებული ბიულეტენი საღით. 

პროცესის დასრულების შემდეგ, როცა უკვე ყველა ოლქი გასტუმრებულია, წუნდებული / ზედმეტი ბიულეტენები გროვდება ცალკე, იწონება, ითვლება და ცესკოს წარმომადგენლის თანდასწრებით, დგება შესაბამისი აქტი და ნადგურდება.

ესაა მთელი ამბავი სინამდვილეში. ამიტომ იყო სტამბაში "ზედმეტი" ბიულეტენებიც.

ამ დროს რა დარჩება მაყურებელებს ერორის ამ სიუჟეტიდან? არიქა, ზედმეტი ბიულეტენია დაბეჭდილი, არჩევნები ყალბდება! 

ეს უტიფრობაა ზუსტად ქვეყანას რომ აქცევს!” - წერს შორენა შავერდაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031