26-11-2018
სომხური გამოცემა «Голос Армении» საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ივან გრიგოროვის ავტორობით გამოქვეყნებული სტატიის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:
საქართველო ისევ გზაგასაყარზე დგას, თანაც ზუსტად 15 წლისთავზე მას შემდეგ, რაც ე.წ. „ვარდების რევოლუცია“ მოხდა: 2003 წლის ნოემბერში ჯორჯ სოროსის ფონდმა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ერთ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში ჩაატარეს სპეცოპერაცია სახელწოდებით „ვარდების რევოლუცია“. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები 22 ნოემბერს შეიჭრნენ და ხელში ჩაიგდეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობა. ერთი დღის შემდეგ ედუარდ შევარდნაძის რეჟიმი საბოლოოდ დაემხო.
დაიწყო აშშ-ის მიერ პირდაპირ „დაყენებული კაცის“ 9-წლიანი მმართველობის პერიოდი, რომელიც ხასიათდებოდა პოლიტიკური დევნით, უცნაური მკვლელობებით და სიკვდილებით, სამხრეთ ოსეთზე კონტროლის აღდგენის მცდელობით, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომით დასრულდა და საქართველოს მიერ ორი ყოფილი ავტონომიის საბოლოო დაკარგვით.
იმავდროულად უსამართლობა იქნებოდა, რომ ზოგიერთ დადებით საქმეზე არაფერი ვთქვათ, რაც მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა. ყვლაm, ვინ კი საქართველოშია ნამყოფი ჯერ ედუარდ Sევარდნაძის, შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, მშვენივრად იცის, თუ როგორ დაამყარა ამ უკანასკნელმა „რკინის ხელით“ ქვეყანაში რაღაც წესრიგი, ქვედა დონის ჩინოვნიკების დაშინებით დაამარცხა კორუფცია და „ვარდების რევოლუციის პირველ წლებში მოსახლეობის სოციალური პირობები რამდენამდე გააუმჯობესა.
მაგრამ არ Sეიძლებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი იმ გარეშე ძალების მძევალი არ გამხდარიყო, რომლებმაც იგი ხელისუფლებაში მოიყვანეს. მოქმედებდა რა აშშ-ის ნებით, საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე ანტირუსული პროვოკაცია განახორციელა, ქვეყანა 2008 წლის აგვისტოს სამხედრო კონფლიქტამდე მიიყვანა, რომლის შემდეგ მისი პოლიტიკური კარიერის დაისი დაიწყო. ამ საკმაოდ ხანგრძლივ პროცესს თან ახლდა ადექვატურობის დაკარგვაც.
მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის პოლიტიკურმა და ეკონომიკურ სტაგნაციამ 2012 წლის შემოდგომაზე სიტუაცია იმ დონემდე მიიყვანა, რომ საკმარისი გახდა ოპოზიციონერი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ ერთი ოპოზიციური „მე-9 არხის“ გახსნა და ორიოდე სკანდალური ვიდეოჩანაწერის ჩვენება პენიტენციარულ სისტემაში არსებული მდგომარეობის შესახებ, რომ ხელისუფლებამ საპარლამენტო არჩევნები წააგო.
იმ დროს ბევრს ეჩვენებოდა, რომ საქართველოში პროამერიკული რეჟიმი, თავისი „დემოკრატიის კუნძულითა და თავისუფლების შუქურებით“, საბოლოოდ დაემხო. გაჩნდა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების იმედები. საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯებიც გადადგა - გააუქმა სავიზო რეჟიმი (თუმცა რუსეთს საპასუხო ნაბიჯი არ გადაუდგამს), თბილისმა დაიწყო მცდელობები სატრანსპორტო-სარკინიგზო კომუნიკაციების გახსნაზე აფხაზეთის გავლით (მაგრამ რუსეთმა საპასუხო სურვილი არ გამოავლინა და აფხაზის ხელისუფლებაზე ზეწოლა არ განახორციელა). არადა, რკინიგზის განახლება და მასზე მოძრაობის აღდგენა სომხეთისათვის როგორაა აუცილებელი, ამაზე ლაპარაკი ზედმეტია.
მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებისაგან ჩამოშორების შემდეგ, საკუთარი შესაძლებლობების შეფასებაში აშკარად გადააჭარბა - მან ჩრდილოვან ლიდერად დარჩენა ისურვა და სერიოზული ყურადრება არ მიუქცევია გაქცეული ექს-პრეზიდენტის განზრახვისათვის - 2018 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა, ქვეყანაში ახალი „რევოლუციის“ მოხდენის მიზნით. ამჟამინდელი ხელისუფლებისათვის ნეგატიურ ფონს აძლიერებდა ის სიტუაციაც, რომ ეკონომიკაში შესამჩნევი წინსვლა არ იგრძნობოდა, მთავრობამ ვერ მოახერხა ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნის შეჩერება და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის სწრაფი გაუმჯობესება. კვლავ თავი იჩინა კორუფციამ.
ბიძინა ივანიშვილმა თვითონ უარი თქვა პრეზიდენტობის კანდიდატი ყოფილიყო და არჩევანი სალომე ზურაბიშვილზე შეაჩერა. ზურაბიშვილმა და მისმა კონკურენტმა, ყოფილი მმართველი პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ხმების თითქმის ერთნაირი რაოდენობა მიიღეს. „ქართულ ოცნებას“ იმედი ჰქონდა, რომ მისი კანდიდატი პირველივე ტურში გაიმარჯვებდა, მაგრამ რადგანაც საჭირო გახდა II ტურის ჩატარება, ხელისუფლებამ სასწრაფოდ გადადგა ნაბიჯები მოწინააღმდეგის იმიჯის შესალახად, თუმცა ზოგიერთი აბსურდულად ჩანდა.
პირველი და მეორე ტურს შორის პერიოდში ხელისუფლება იძულებული გახდა, რომ ქვეყნის მართვაში დაშვებული შეცდომების ეღიარებინა, რომ მათ გარკვეულწილად ვერ გაამართლეს ამომრჩევლის იმედები... გარდა ამისა, მათ სრულიად ობიექტურად აღნიშნეს ის ნეგატიური შედეგები, რასაც ქვეყანას მიხეილ სააკაშვილის პარტიის - „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება მოუტანდა. ექსპერტების აზრით, მეორე ტურის შედეგები ბევრად იქნება დამოკიდებული არჩევნებში მონაწილეობის მიმღებთა რაოდენობაზე.
უეჭველია, რომ თუ გრიგოლ ვაშაძე გაიმარჯვებს, თბილისის ქუჩებში მორიგი მაიდანი გაიმართება და არაა გამორიცხული, აშშ-ის მხარდაჭერით პარლამენტი დათხოვნილ იქნას და ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილი ტრიუმფალურად დაბრუნდეს.
„ვარდების რევოლუციიდან“ 15 წელი გავიდა. ამ პერიოდში ვერ მოხდა ქართველი ხალხის ვერც „ამერიკული ოცნების“ რეალიზება - „დიდი უკრაინელის“ მიხეილ სააკაშვილის ჩანაფიქრით და ვერ „ქართული ოცნებისა“ - მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ხედვით. ჯერ-ჯერობით, „ევროპულ-დემოკრატიული“ საქართველო კვლავ „ძირგავარდნილი ვარცლით“ რჩება - იმის მიუხედავად, როგორ დასრულდება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური.