გაიგე განსხვავებული

კვირა, აპრილი 06, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
იაშვილის კლინიკაში 7 წლის ბავშვი დაუდგენელი დიაგნოზით გარდაიცვალა

22-01-2018

ხუთშაბათს, 18 იანვარს, მარნეულში 7 წლის ბიჭი „ავერსის“ კლინიკაში გადაიყვანეს, არსებული ინფორმაციით კლინიკაში ინფექციური პროფილის განყოფილების არქონის გამო „ავერსიდან“ იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით პაციენტს დაბალი სიცხე აღენიშნებოდა.

„მე დიაგნოზს ვერ დაგიდასტურებთ, მაგრამ პაციენტი ნამდვილად შემოიყვანეს. 7 წლის ბავშვი. ჩვენ ვერ მოვემსახურებოდით ინფექციური პროფილის პაციენტს, რის გამოც გადავაგზავნეთ „იაშვილის“ კლინიკაში, სადაც როგორც ვიცი გარდაცვალებამდე დიაგნოზი ვერ დადგინდა და თუ რა დიაგნოზი დადგინდა ამას ვერ გეტყვით.“ – აცხადებს „ავერსის“ კლინიკის წარმომადგენელი რადიოსთან საუბრისას.

პაციენტი „იაშვილის“ კლინიკაში მიყვანის შემდგომ გარდაიცვალა. როგორც „იაშვილის“ კლინიკაში გვითხრეს, 7 წლის ბავშვის დაავადების ზუსტი დიაგნოზი ჯერ კიდევ არ დადგენილა. თუმცა, ვრცელდება ვერსია, რომ 7 წლის ბავშვი სავარაუდოდ მენინგიტის დიაგნოზით გარდაიცვალა.

newposts

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930