გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
„ng.ru“(რუსეთი): სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას რევოლუციითა და ომით აშინებს, თუმცა საიდუმლო აუდიოჩანაწერით ირკვევა, რომ „ნაციონალებს“ არეულობების გამოსაწვევად ფული არ აქვთ

26-11-2018

რუსული გამოცემის, «Независимая газета»-ს მიერ გამოქბვეყნებულ სტატიაში მიმოხილულია საქართველოში მიმდინარე საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანიის ფონზე მომხდარი ამბები. მასში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმ კომპრომატებს, რომლებიც არჩევნების მეორე ტურის წინ საჯაროდ ქვეყნდება, კერძოდ, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალების“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს გიორგი ვაშაძეს შორის.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ იური როქსის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:

აუდიოჩანაწერში, რომელიც ინტერნეტში გამოქვეყნდა და ტელეეთერითაც გადაიცა, მიხეილ სააკაშვილი გიორგი ვაშაძეს რევოლუციური განწყობის უკმარისობაში და გაუბედაობაში საყვედურობს. თავის მხრივ, გიორგი ვაშაძე პასუხობს, რომ საქმე თანხების უკმარისობას უკავშირდება, უფულოდ არაფერი გამოვაო. მიხეილ სააკაშვილს გაღიზიანება ემჩნევა - თქვენ ჯერ დაიწყეთ და ფული გამოინახებაო. სატელეფონო საუბრის მიხედვით ასევე ირკვევა, რომ „ნაციონალების“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ამომრჩევლებში მაიმცდამაინც პოპულარობით არ სარგებლობს.


ინტერნეტში „ჩაშვებული“ აუდიოჩანაწერზე ნიდერლანდებში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა ნერვიული რეაგირება მოახდინა: „ეს ხელისუფლების მოგონილი სიყალბეა, ბიძინა ივანიშვილი კი არჩევნებში მისი კანდიდატის - სალომე ზურაბიშვილის დამარცხებას უნდა შეეგუოს და თუ ასე არ იქნება, ომი დაიწყებაო“. ექს-პრეზიდენტის უარყოფა ნაკლებად დამაჯერებელი აღმოჩნდა. საზოგადოებაში უკვე ლაპარაკობენ - თუ სააკაშვილისა და ვაშაძის სატელეფონო საუბარი ფალსიფიცირებულია, მაშინ რატომ არ შეიძლება ასევე დამონტაჟებული იყოს სატელეფონო საუბრები, რითაც „ნაცმოძრაობა“ „ქართულ ოცნების“ კომპრომეტაციას ეწევა? და საერთოდ, რა ამბავია ამდენი კომპრომატი, საქართველო ჰოლივუდია თუ რა არის? (იგულისხმება მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ალასანიას საუბრის ვიდეოჩანაწერი).


ასეა თუ ისე, არჩევნების მეორე ტურის წინ სიტუაცია მართლაც არ არის მშვიდი, ხდება სერიოზული ინციდენტები კანდიდატების მხარდამჭერთა თავდასხმების შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებულები არიან ორივე პოლიტიკური ბანაკის წარმომადგენლები.

ცეცხლზე ნავთის დასხმას ჰგავს აგრეთვე ოპოზიციის მიერ გავრცელებული ცნობა, რომლის თანახმად, თუ საქართველოში წინასაარჩევნო სიტუაცია და არჩევნები მშვიდად არ ჩაივლის, ევროკავშირი სავიზო რეჟიმის შეჩერებას აპირებსო. ეს ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ უარყო და განაცხადა - „ოპოზიციური ძალები დეზინფორმაციას ავრცელებენო“.


„კვირას, 25 ნოემბერს, თბილისში მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ მრავალათასიანი მიტინგი გაიმართა. მსგავსი აქცია წინა დღეს ბათუმშიც ჩატარდა. საპროტესტო მიტინგების ორგანიზატორები და მონაწილეები მიიჩნევენ, რომ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის გამარჯვება დაუშვებელია - მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი არ უნდა მიეცეს“, - აღნიშნულია სტატიაში.


-------------


საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების თემა რუსეთის მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებშიც გაჟღერდა - კერძოდ, ტელეარხ «Мир»-ის საინფორმაციო-ანალიტიკურ პროგრამაში «Вместе»-ში გადაიცა ვრცელი ვიდეოსიუჟეტი სათაურით „არჩევნები საქართველოში: მეორე ტურში მიხეილ სააკაშვილი „ჩაერია“ (ავტორი - მიხეილ რობაქიძე), რომელშიც მიმოხილულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციები.


„ბათუმი, ქუთაისი, თბილისი - საპროტესტო აქციები საქართველოს ყველა მსხვილ ქალაქში ტარდება. ლოზუნგი ყველგან ერთია: „არა მიშას! არა „ნაციონალურ მოძრაობას!“. ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და მის პარტიას ყველა ცოდვას უხსენებენ - წამებას, მილიონების გაფლანგვას... მასთან ერთად კი გრიგოლ ვაშაძესაც, რომელიც „ნაციონალების“ კანდიდატია: იგი მიხეილ სააკაშვილის ერთგული დარჩა“, - ნათქვამია სიუჟეტში, რომელშიც ასევე ყურადღებაა გამახვილებული კომპრომატების კორიანტელზე წინასაარჩევნო კამპანიის დროს (ციტირებულია მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი ვაშაძის საუბრის აუდიოჩანაწერი, სალომე ზურაბიშვილისა და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ მიმართული მუქარები). „ეს არჩევნები ერთმნიშვნელოვნად შევა საქართველოს ისტორიაში: ჯერ ერთი, რომ ბოლოჯერ ტარდება პირდაპირი ხმის მიცემით, მეორე - პირველად იმართება მეორე ტური და მესამე, ყველაზე მთავარი - კომპრომატების ასეთი ომი ქვეყანაში არასდროს, არცერთი არჩევნების დროს არ ყოფილა. აგიტაცია ჰოლივუდის ბლოკბასტერს გვაგონებს. არჩევნები ისეა მიჩნეული, თითქოსდა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდება“, - ნათქვამია ვიდეოსიუჟეტში (წყარო: https://mir24.tv/articles/16336797/vybory-v-gruzii-vo-vtoroi-tur-vmeshalsya-saakashvili).



ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930