გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სანდრო გირგვლიანის ბიძა: სალომე ზურაბიშვილს ყველამ უპირობოდ უნდა დავუჭიროთ მხარი

26-11-2018

სანდრო გირგვლიანის ბიძამ, გოგი ენუქიძემ ქართველ ამომრჩეველს მოუწოდა, რომ მორე ტურში ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცენ.

ენუქიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საზოგადოებამ სალომე ზურაბიშვილს არა მხოლოდ იმიტომ უნდა დაუჭიროს მხარი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მოწინააღმდეგეა, არამედ იმიტომ, რომ ზურაბიშვილი ნამდვილი პატრიოტია.

„ძალიან მიკვირს იმ ხალხის, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას აძლევს და სურს, გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტი გახდეს. არავითარ შემთხევაში არ შეიძლება მათი მხარდაჭერა, რადგან ისინი არიან საქართველოს მტრები, მოღალატეები. ყველამ, უპირობოდ მხარი უნდა დავუჭიროთ სალომე ზურაბიშვილს, მხარი დავუჭიროთ, არა მხოლოდ იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის მისი მოწინააღმდეგე მხარე, არამედ, იმიტომაც, რომ ის არის ნამდვილად პატრიოტი ადამიანი და ნამდვილად უნდა, რომ საქართველო იყოს გამარჯვებული“, – განაცხადა გოგი ენუქიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031