გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
,,იმედის კვირა'': ვანო მერაბიშვილის შინაგან საქმეთა სამინისტრო ლაფანყურის სპეცოპერაციის დამახინჯებას პირველივე წუთებიდან შეეცადა

26-11-2018

,,იმედის კვირის'' ინფორმაციით ,,ვანო მერაბიშვილის შინაგან საქმეთა სამინისტრო ლაფანყურის სპეცოპერაციის დამახინჯებას პირველივე წუთებიდან შეეცადა, მაშინ ხელისუფლებამ თქვა, რომ სპეცოპერაცია უცხო ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ ჩატარდა. თუმცა,(როგორც გაირკვა) გარდაცვლილთა შორის პანკისელებიც იყვნენ, ხელისუფლებამ ჭირისუფალს გლოვა აუკრძალა, დაიწყო ოჯახებთან ვაჭრობა იმისთვის, რომ ცხედრები შუა ღამით და ფარულად დაემარხათ.


იმ ინფორმაციის გათვალისწინებით, რომ ჩატაევის ჯგუფი თბილისში იწვრთნებოდა, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მათი განადგურების მიზეზი შესაძლოა სხვადასხვა უწყებას შორის, კერძოდ კი, თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის დისკომუნიკაციის შედეგი იყო. ამას ადასტურებს ისიც, რომ ჯგუფის გადარჩენილი წევრები, დაახლოებით ათი ადამიანი მაშინდელმა ხელისუფლებამ სწორედ კირნათი-მარადიდის გავლით ჩუმად გაიყვანა ქვეყნიდან. საჯაროდ კი თქვეს, რომ მათ გაქცევა შეძლეს..'' ინფორმაციას ტელეკომპანია ,,იმედი'' ავრცელებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031