გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზუგდიდში მცხოვრებ დევნილებს გეგმიური სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

26-11-2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილებს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკასა და ზუგდიდის სკრინინგ ცენტრში სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატაურდათ.

გასინჯვებში მონაწილეობდნენ რევმატოლოგიის ინსტიტუტის, ღუდუშაურის ეროვნული სამედიცინო ცენტრის, კლინიკა „ენმედიცის“, თვალის კლინიკა „ახალი მზერის“, საუნივერსიტეტო კლინიკა „ნიუ-ვიჟენის“, ჩიჩუების სამედიცინო ცენტრის და რეგიონული ჰოსპიტალის წამყვანი სპეციალისტები.

სამედიცინო ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ ოჯახის ექიმი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, რევმატოლოგი, ონკოლოგი, მამოლოგი, თერაპევტი, გინეკოლოგი, ენდოკრინოლოგი, ქირურგი, უროლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი და დერმატოლოგი.

პაციენტებს ჩაუტარდათ მუცლის ღრუსა და ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია, ელექტროკარდიოგრაფია, ლაბორატორიული კვლევა (შაქრის განსაზღვრა სისხლში), C ჰეპატიტისა და შიდსის სკრინინგი. ექიმის დანიშნულების შესაბამისად დევნილებს მედიკამენტები გადაეცათ. ღონისძიების ფარგლებში მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება 550-ზე მეტმა ბენეფიციარმა მიიღო.

სამედიცინო გამოკვლევების პარალელურად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დევნილ მოსახლეობას ყველა საჭირო საკითხზე უფასო იურიდიული კონსულტაციები გაუწიეს.

სამედიცინო გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031