27-11-2018
ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში, რამდენიმე ოჯახი ყოფილი სამხედრო ბაზის შენობის დაკავებას ცდილობდა.
შეკრებილები აცხადებდნენ, რომ ისინი სოციალურად დაუცველები და ეკომიგრანტები არიან.
შეკრებილმა ერთი თვის წინ აღნიშნული შენობა თვითნებურად დაიკავეს, თუმცა სამართალდამცველებმა გამოასახლეს.
ადგილზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, რამაზ ჯინჭარაძე მივიდა. მისი განცხადებით, საკითხს ბათუმის მერიასთან ერთად განიხილავს, რის შემდეგაც გადაწყდება, იქ მყოფი ოჯახებიდან ვის რა დახმარება ეკუთვნის.