27-11-2018
“სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის პირველი ოქტომბრის №476 დადგენილების მოქმედების გადავადების თაობაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებას ავრცელებს.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, სამშნებებლო პროდუქტების შესახებ ახალი რეგულაციები მომავალი წლის 15 იანვრიდან ამოქმედდება.
„როგორც მოგეხსენებათ 2018 წლის 15 ნოემბრიდან ძალაში შევიდა „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოსმთავრობის 2018 წლის პირველი ოქტომბრის №476 დადგენილება, რომელიც ითვალისწინებდა ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პროდუქტებზე - ცემენტი, არმატურა, ელექტრო კაბელები და პლასტმასის მილები ბაზარზე ზედამხედველობს განხორციელებას.
რეგლამენტის თანახმად ამ სამშენებლო პროდუქტების ადგილობრივი მწარმოებლები და იმპორტიორები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ დადგენილებითდამტკიცებული დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს სამშენებლო პროდუქტების შესაბამისობას ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან და უზრუნველყოფს უსაფრთხოპროდუქტის განთავსებას ადგილობრივ ბაზარზე.
მიუხედევად იმისა, რომ რეგლამენტის მიღებამდე მოხდა ინტენსიური საინფორმაციო კამპანიის წარმოება სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით (რეგლამენტის პროექტიხელმისაწვდომი იყო ინტერნეტის საშუალებით, ასევე წინასწარ გაგზავნილი იყო შენიშვნებისათვის შესაბამის ბიზნეს ასოციაციებთან, მოეწყო შეხვედრები ბიზნეს-სექტორთან), აღნიშნული არ აღმოჩნდა საკმარისი კერძო სექტორის სრულად ინფორმირებისათვის. იმპორტიორთა ნაწილისათვის რთული აღმოჩნდა რეგლამენტითგათვალისწინებული დოკუმენტების წარმოდგენა, რამაც შექმნა გარკვეული სახის პრობლემები საქართველოს საბაჟო საზღვარზე ტვირთნაკადების რიგებთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და ასევე იმის გამო, რომ საქართველოს ადგილობრივ ბაზარზე არ შექმნილიყო სამშენებლო პროდუქტების დეფიციტი და მასშესაბამისად არ მოყოლოდა პროდუქტებზე ფასების ზრდა, საქართველოს მთავრობამ მიზანშეწონილად ჩათვალა რეგლამენტის მოქმედების ვადის შეჩერება 2019 წლის 15 იანვრამდე.
ამასთან გვინდა ცალსახად განვაცხადოთ, რომ 2019 წლის 15 იანვრამდე დარჩენილი პერიოდი, არის სრულიად საკმარისი, რათა კერძო სექტორი მოემზადოს „სამშენებლოპროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის N476 დადგენილებით დამტკიცებული მოთხოვნების შესრულებისათვის.
როგორც მოგეხსენებათ 2018 წლის 15 ნოემბრიდან ძალაში შევიდა „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის პირველი ოქტომბრის №476 დადგენილება, რომელიც ითვალისწინებდა ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პროდუქტებზე - ცემენტი, არმატურა, ელექტრო კაბელები და პლასტმასის მილები ბაზარზე ზედამხედველობს განხორციელებას.
რეგლამენტის თანახმად ამ სამშენებლო პროდუქტების ადგილობრივი მწარმოებლები და იმპორტიორები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ დადგენილებით დამტკიცებული დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს სამშენებლო პროდუქტების შესაბამისობას ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან და უზრუნველყოფს უსაფრთხო პროდუქტის განთავსებას ადგილობრივ ბაზარზე.
მიუხედევად იმისა, რომ რეგლამენტის მიღებამდე მოხდა ინტენსიური საინფორმაციო კამპანიის წარმოება სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით (რეგლამენტის პროექტი ხელმისაწვდომი იყო ინტერნეტის საშუალებით, ასევე წინასწარ გაგზავნილი იყო შენიშვნებისათვის შესაბამის ბიზნეს ასოციაციებთან, მოეწყო შეხვედრები ბიზნეს-სექტორთან), აღნიშნული არ აღმოჩნდა საკმარისი კერძო სექტორის სრულად ინფორმირებისათვის. იმპორტიორთა ნაწილისათვის რთული აღმოჩნდა რეგლამენტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოდგენა, რამაც შექმნა გარკვეული სახის პრობლემები საქართველოს საბაჟო საზღვარზე ტვირთნაკადების რიგებთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და ასევე იმის გამო, რომ საქართველოს ადგილობრივ ბაზარზე არ შექმნილიყო სამშენებლო პროდუქტების დეფიციტი და მას შესაბამისად არ მოყოლოდა პროდუქტებზე ფასების ზრდა, საქართველოს მთავრობამ მიზანშეწონილად ჩათვალა რეგლამენტის მოქმედების ვადის შეჩერება 2019 წლის 15 იანვრამდე.
ამასთან გვინდა ცალსახად განვაცხადოთ, რომ 2019 წლის 15 იანვრამდე დარჩენილი პერიოდი, არის სრულიად საკმარისი, რათა კერძო სექტორი მოემზადოს „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის N476 დადგენილებით დამტკიცებული მოთხოვნების შესრულებისათვის,“ - ნათქვამია განცხადებაში.