გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მუხიანში მომხდარი განზრახ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტებზე 1 პირი დააკავეს

27-11-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული დ.ე. განზრახ მკვლელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებებით დააკავეს.

 

ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, მუხიანის დასახლებაში, წარსულში არსებული კონფლიქტისა და ეჭვიანობის ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაჭრა 1985 წელს დაბადებული ნ.ც. და მასთან ერთად მყოფი, 1984 წელს დაბადებულ გ.თ., რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

ორივე დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სამკურნალო დაწესებულებაში, თუმცა ნ.ც. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

 

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 

გამოძიება განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031