გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
უზბეკეთში ქართულმა ღვინოებმა ოქროს მედლები მოიპოვა

27-11-2018

ტაშკენტის საერთაშორისო სადეგუსტაციო კონკურსში „აღმოსავლეთის ვაზი“ ქართულმა ღვინოებმა ოქროს მედლები მოიპოვა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის „ახმეტის წითელმა“ და „ქვევრის ქისმა“ ოქროს მედლები, „სიმონასეულმა“ კი, განსაკუთრებული ჯილდო - ოქროს დიდი მედალი მიიღო, ასევე ოქროს მედლით დაჯილდოვდა „სოლომნიშვილი ვაინერის“ საფერავი.

 

სადეგუსტაციო კონკურსი უზბეკეთის სამეცნიერო-ტექნიკური საერთაშორისო კონფერენციის „ინოვაციური ტექნოლოგიები და თანამედროვე ტენდენციები მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებაში“ ფარგლებში გაიმართა. კონფერენციაზე სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, ლევან უჯმაჯურიძე მოხსენებით „მევენახეობა-მეღვინეობის თანამედროვე მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები საქართველოში“ გამოვიდა. კონფერენციას საფრანგეთის, იტალიის, უნგრეთის, ბულგარეთის, რუსეთის, უკრაინისა, შუა აზიის ქვეყნების და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, კონფერენციის ფარგლებში, გაიმართა ღვინის საერთაშორისო ფესტივალი „მეღვინეობის ხელოვნება“, სადაც საქართველოს ცალკე პავილიონი ჰქონდა დათმობილი. საქართველოს კუთხემ ვიზიტორების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. ფესტივალზე სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა ჯიღაურას ბაზაზე დაყენებული ღვინოები წარმოადგინა. ქართული მხარის ძირითადი მიზანი ტრადიციული და აღდგენილი ძველი ქართული ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოების პოპულარიზაცია და აზიის ქვეყნებში ცნობადობის ამაღლება იყო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031