22-01-2018
რუსთავში, მდინარე მტკვრის მიმდებარედ ათეულობით გარდაცვლილი ცხვარი იხრწნება. დახოცილი ცხოველები ერთ-ერთი ფერმის თანამშრომლებმა გადაყარეს. როგორც თვითონ განმარტავენ, ცხვრები ბოლო პერიოდში გარკვეული დაავადებით იხოცებიან.
რა რაოდენობის ჯარიმა დაეკისრება ფერმას გარემოსთვის მიყენებული ზარალის დათვლის შემდეგ გადაწყდება.
„ტერიტორია დაბინძურებული იქნა რამდენიმე ათეული მკვდარი ცხვრითა და ცხოველური ნარჩენით. შესწავლისას აღმოჩნდა, რომ მიმდებარედ არის საქონლის ფერმა და თანამშრომლები აღიარებენ, რომ მათ მიერ მოხდა საქონლის გადაყრა“- განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს ინსპექტირების განყოფილების წარმომადგენელმა ვასილ დავითაშვილმა.
19-12-2024
18-12-2024