გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ჩუგოშვილმა მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდა

28-11-2018

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული-ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საერთაშორისო მდივნის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ხელისუფლება იმის გარანტია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური თავისუფალ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება.

მან მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდა.

„მოგეხსენებათ,საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მეორე ტურისთვის ზუსტად 8 საათზე დაიწყო ხმის მიცემის პროცესი, საარჩევნო უბნები გაიხსნა და ამ ეტაპისთვის რაიმე არსებითი ხარვეზები არ დაფიქსირებულა.

ხელისუფლება არის გარანტი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, ისევე, როგორც საქართველოში 2012 წლიდან ჩატარებული ყველა არჩევნები ჩატარდება თავისუფალ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში.

მივმართავთ ჩვენს მოქალაქეებს, მნიშვნელოვანია, რომ გამოვიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, მონაწილეობა მივიღოთ საარჩევნო პროცესში და დავაფიქსიროთ ამ ძალიან მნიშვნელოვან არჩევნებში ჩვენი პოზიცია.

მოვუწოდებთ საარჩევნო ადმინისტრაციას, მიიღოს ყველა ზომა საარჩევნო პროცედურების დასაცავად.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მიიღოს ყველა ზომა შესაძლო პროვოკაციების და ინციდენტების თავიდან ასაცილებლად.

მოვუწოდებთ ასევე ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ არჩევნებს, არ დაუშვან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა და პროვოკაციები.

ყველა ასეთ დარღვევაზე ქნება კანონიერი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან. უკვე ჩანს, რომ არის მცდელობები გარკვეულ ადგილებზე, რომ ასეთი პროვოკაციები იქნას ინიცირებული, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკური პარტიები პასუხისმგებლობით მოეკიდონ საარჩევნიო პროცესს. ასევე მივმართავთ დამკვირვებლებს, რომ სათანადიოდ ასახონ ის დარღვევები და ფაქტები, რასაც ადგილი ექნება და თუ ექნება დაკვირვების პროცესში.

ასევე, გვინდა მოვუწოდოთ ჩვენს მხარდამჭერებს, ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია, ემოციურად აქტიურად არის ყველა ამ პროცესში ჩართული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში ჩვენ ვიმოქმედოთ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ ავყვეთ იმ პროვოკაციებს, რომლის მცდელობებიც როგორც ჩანს დღის განმავლობაში იქნება.

დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ მაღალი სტანდარტით უზრუნველვყოფთ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას, რაც არა რომელიმე პარტიის, არამედ მთელი ქვეყნის კიდევ ერთი დიდი მონაპოვარი იქნება!“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031