გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი მარგველაშვილი: დიდი აქტივობა გარანტიაა, რომ არჩევნები მაღალ დონეზე ჩატარდება

28-11-2018

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქალაქეების მაღალი აქტივობა გარანტიაა იმისა, რომ არჩევნები მაღალ დონეზე ჩატარდება და ნაკლები დარღვევები იქნება.

მოქმედმა პრეზიდენტმა თავისი ხმა უკვე დააფიქსირა და მოქალაქეებს მაღალი აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა. 

„მე მინდა მივულოცო საქართველოს მოქალაქეებს დღევანდელი აქტიურობა, რომელსაც საარჩევნო უბანზე ვხედავ. მიხარია და მეამაყება, რომ ქართველი ამომრჩეველი ასე აქტიურად გამოხატავს თავის პოზიციას. ზოგისთვის ეს რთული არჩევანია, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო საქართველოს ყველა მოქალაქეს, აუცილებლად მივიდეს საარჩევნო უბანზე, გამოიყენოს თავისი ბიულეტინი, დააფიქსიროს თავისი არჩევანი და ითამაშოს გადამწყვეტი როლი ქვეყნის ხელისუფლების ფორმირების პროცესში. მადლობა ასეთი აქტივობისთვის და დარწმუნებული ვარ, ეს აქტივობა დღის განმავლობაში გაგრძელდება, რაც გარანტიაა იმისა, რომ არჩევნები მაღალ დონეზე ჩატარდება და ნაკლები დარღვევები იქნება,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031