გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სასტუმრო „ლეოგრანდის“ 500 თანამშრომელი უფასო შვებულებაში გაუშვეს

22-01-2018


ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდის“ 500 თანამშრომელი უფასო შვებულებაში გაუშვეს. სასტუმროს ადვოკატის კახა წერეთლის განცხადებით, ორი თვის განმავლობაში ადმინისტრაცია მათ ხელფასს უხდიდა, მაგრამ ობიექტის გაჩერების გამო მეპატრონე ხელფასების გადახდას ვეღარ შეძლებს.

„უფასო შვებულება არ ნიშნავს, რომ თანამშრომლებთან შრომითი ურთიერთობა დასრულდა, დღემდე სასტუმროში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ამიტომ ადმინისტრაცია ობიექტის ამუშავებას ვერ ახერხებს. როგორც კი სასტუმრო გაიხსნება, ყველა თანამშრომელი საკუთარ ადგილს დაუბრუნდება”,-განაცხადა პირველ არხთან კახა წერეთელმა.

ადვოკატის თქმით, სასტუმროსთვის სახელის შეცვლის საკითხი დღის წესრიგში ისევ დგას, რაც შეეხება ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, მათ უკვე გადაეცათ ერთჯერადი თანხა და სასტუმრო დაღუპულთა არასრულწლოვან შვილებსაც 18 წლამდე მეურვეობას გაუწევს.

ადვოკატი არ ასახელებს კომპენსაციის რაოდენობას, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, თითოეული გარდაცვლილის ოჯახს 50 ათასი დოლარი გადასცეს.

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა.

შსს-ს ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას – სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

ხანძარი სასტუმროში 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა.


1tv.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031