28-11-2018
ოდირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობას აკვირდება.
ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვნელის, გერტ-ჰაინრიხ არენსის განცხადებით, მათი დამკვირვებლები შემთხვევით შერჩეულ საარჩევნო უბნებზე გადანაწილდნენ და შემაჯამებელ ინფორმაციას ხვალინდელ პრესკონფერეციაზე წარადგენენ.
„არჩევნებზე დაკვირვება ხანგრძლივი პროცესია, რადგან არც არჩევნებია ერთდღიანი ღონისძიება. ჩვენი დამკვირვებლები აკვირდებოდნენ საარჩევნო კამპანიასაც, დღეს კი ისინი შემთხვევით შერჩეულ უბნებზე გადანაწილდნენ. რაც შეეხება ამ უბანს, აქ ყველაფერი ნორმალურად მიდის. ჩვენი სადამკვირვებლო მისია დღეს შეკრებილ ინფორმაციას დაამუშავებს და არჩევნების უფრო ვრცელ შეფასებას ჩვენს ხვალინდელ პრესკონფერეციაზე მოისმენთ,“ - განაცხადა ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვნელმა „იმედთან“ საუბარში.