22-01-2018
ინტერნეტ-გიგანტ "ამაზონის" პირველი სუპერმარკეტი, რომელშიც სალაროები არ არსებობს, დღეს აშშ-ის ქალაქ სიეტლში გაიხსნება. სუპერმარკეტ Amazon Go-ში მომხმარებლები სასურველ პროდუქტებს კალათაში ჩადებენ და მაღაზიას დატოვებენ, პროდუქტების საფასური კი მათი "ამაზონის" ანგარიშიდან ავტომატურად იჭრება. გარდა ამისა, თითოეულ დახლზე არის სასწორი, რომელიც წაღებულ საქონელს აღრიცხავს.
მაღაზიაში შესასვლელად საჭიროა სპეციალური მობილური აპლიკაციის ჩამოტვირთვა.შესვლისას და გამოსვლისას მომხმარებლები ტელეფონს სპეციალურ ტურნიკეტზე გაატარებენ.
"ამაზონში" ამტკიცებენ, რომ სახეების ამოცნობის სისტემა მაღაზიაში არ გამოიყენება. ჟურნალისტები, რომლებიც მაღაზიას ოფიციალურ გახსნამდე ეწვივნენ, აღნიშნავენ, რომ Amazon Go-ში ათობით ვიდეოკამერაა დამონტაჟებული.
მსგავსი მაღაზიის გახსნის გეგმების შესახებ ერთი წლის წინ გახდა ცნობილი. მედია
წერდა, რომ თავდაპირველად ტექნოლოგიის მუშაობაში პრობლემები ხალხის დიდი ნაკადის დროს ჩნდებოდა, თუმცა ეს ხარვეზები მოგვიანებით გასწორდა.
19-12-2024
18-12-2024