გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა ოგბაიძე: მეთოდები აღარ უჭრით, საქართველომ „ნაციონალური'' სახადი ქუნთრუშასავით მოიხადა

28-11-2018

დედაქალაქის საკრებულოს წევრი, შალვა ოგბაიძე საარჩევნო პროცესის მიმდინარეობასთან და ერთ-ერთი ტელეკომპანიის ჟურნალისტების ქცევასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. დედაქალაქის საკრებულოს წევრი, შალვა ოგბაიძე საარჩევნო პროცესის მიმდინარეობასთან და ერთ-ერთი ტელეკომპანიის ჟურნალისტების ქცევასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.  „ძალიან დეკვალიფიცირებულია „ნაციონალური მოძრაობის“ ნარჩენები. აღარ ჭრის მიკროფონით და ტელეკამერით მიჭრა და ჩვენი თანამოქალაქეების დატერორება, აღარ ჭრის უადგილო კითხვები(,,აქ რას აკეთებთ'', ,,რომელ პარტიას აძლევთ ხმას'', „რა სიები გაქვთ'' და ა.შ.). ვეღარ ,,კაჩაობენ'' საარჩევნო უბნებში, უფრო მეტიც-თავის მხარდამჭერი ,,კარგი ბიჭები'' რომ ჰგონიათ-მართლა წესიერი ბიჭები არიან და მათი შეხვედრა ჩვენს მხარდამჭერებთან ხელის ჩამორთმევით და გადაკოცნით მთავრდება, იმიტომ რომ ჩვენ ერთი ქვეყანა და ერთი საქართველო გვაქვს.


საქართველომ ქუნთრუშასავით მოიხადა ,,ნაციონალური'' სახადი, აცრილია და ეს დაავადება რასაც ,,ნაციონალური ჭირი'' ჰქვია -აღარასოდეს შეეყრება. მიშა და გრიშა, რაც გინახავთ ვეღარ ნახავთ!“-წერს შალვა ოგბაიძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031